Popular Posts

Tuesday, April 5, 2011

დავით კლდიაშვილი

დავით კლდიაშვილი დაიბადა 1862 წლის 29 აგვისტოს სოფელ სიმონეთში (ახლანდ. თერჯოლის რაიონი) იმერეთის გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. ბავშვობა სიმონეთსა და დედულეთში, სოფ. ხომულში (ახლანდ. წყალტუბოს რაიონი), ბაბუამისის, აზნაურ ნიკო ღოღობერიძის ჯერ კიდევ წელმაგარ ოჯახში გაატარა. ყრმობის შთაბეჭდილებებმა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მომავალი დიდი მწერლის შემოქმედების არეალი. ბავშვს წერა_კითხვა დედამ შეასწავლა, 7 წლის კლდიაშვილი ქუთაისში რუსი ექიმის ოჯახში მიაბარეს რუსული ენის შესასწავლად.
1872 წელს 9 წლის დავითი სახელმწიფო ხარჯით გაიგზავნა კიევის სამხედრო გიმნაზიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ (1880) მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი დაასრულა (1882). ამავე წლიდან სამხედრო სამსახურში გააწესეს ბათუმში თოფ_იარაღის შემკეთებელი სახელოსნოს უფროსად.
ამ ქალაქში ჩასვლისთანავე დავით კლდიაშვილი სათავეში ჩაუდგა ადგილობრივ საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობას, დაიწყო თანამშრომლობა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. მეფის რუსეთის არმიის ოფიცერი, უკომპრომისო, გულმხურვალე მამულიშვილი წლების მანძილზე უმწიკვლოდ იღვწოდა ქართველი ერის საკეთილდღეოდ; დაკავშირებული იყო მოწინავე ინტელიგენციასთან; გ. ვოლსკისთან და ი. მესხთან ერთად ბათუმის საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობას სულისჩამდგმელი იყო.
1905—1907 რევოლუციის შემდეგ, როგორც არაკეთილსაიმედო პოდპოლკოვნიკი, აიძულეს გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან.
1905 წლიდან ჯერ ქუთაისში, მერე ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოში მუშაობდა. 1915 მობილიზაციით გაიწვიეს ოსმალეთის ფრონტზე. თურქეთში გადასახლებული ჭანების გამოსარჩლებისათვის მას საველე სასამართლო მოელოდა, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო და კლდიაშვილი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა, თუმცა უკვე ჯანგატეხილი და დაავადებული.
შემოქმედება
კლდიაშვილის პირველი მხატვრული თარგმანები 1885 ჟურნალ „თეატრში“ დაიბეჭდა, მაგრამ მისი შემოქმედებითი გზის დასწყისად 1893 წელი უნდა მივიჩნიოთ, როცა ჟურნალ „მოამბეში“ კლდიაშვილის პირველი ორიგინალური მოთხრობა „შერისხვა“ გამოქვეყნდა. სოციალური ჩაგვრით, უმეცრებითა და ცრურწმენით მოცული სოფლის ფონზე კლდიაშვილმა მძაფრი ტრაგიზმიტ დაგვიხატა გაუნათლებლობისა და სიხარბის მსხვერპლი — გლეხი კაცია საგუნაშვილი. ასევე ცრურწმენასა და მავნე ტრადიციებს შეეწირნენ მარინე და ფეფენა („მსხვერპლი“, 1894). მოგვიანებით მწერალი დაუბრუნდა ამ თემას და მოთხრობა „მიქელაში“ (1904) ასახა ოჯახის გადაშენების ფანატიკური შიშით შეპყრობილი მორწმუნე კაცის უნეგეშო ყოფა.
კლდიაშვილის პირველსავე მოთხრობებში გამოვლინდა მისი სამწერლო პრინციპი — ქართული კლასიკური რეალიზმის ერთგულება, რითაც მან XIX საუკუნის ახალი ქართული პროზის დიდი ტრადიციები განავითარა.
კლდიაშვილის შემოქმედების მთავარი თემა — იმერეთის გაღარიბებული, ე. წ. „შემოდგომის აზნაურების“ ცხოვრების მწუხრის ასახვა — პრველად გამოჩნდა მოთხრობა „სოლომონ მორბელაძეში“ (1894). ახალი, საზოგადოებრივი ურთიერთობათა დამკვიდრებამ ეკონომიური ნიადაგი გამოაცალა თავად-აზნაურთა წოდებრივ პრივილეგიებს. გაღარიბებული აზნაურების თავმომწონეობა სრულიად არ შეეფერებოდა რეალურ ვითარებას. სწორედ აქ დაინახა კლდიაშვილმა თავისი „ცრემლნარევი სიცილის“ სათავე; განწირული აზნაურების შინაგანი ტრაგიკული ბუნება მან გარეგნულად კომიკური ფორმით გამოხატა, რამაც მის სამწერლო სტილს განუმეორებელი, მხოლოდ კლდიაშვილისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალობა მიანიჭა, გაღატაკებული, ზნეობრივად დაკნინებული აზნაური სოლომანი სასარგებლო შრომას თაკილობს და მაჭანკლობით შოულობს ორიოდე გროშს. სოლომანი თვითონ ებმება ტყუილების ბადეში, ასე გულდაგულ რომ მოამზადა. განუყრელ ჯორზე ამხედრებულ ხელმოცარულ მაჭანკალს ისღა დარჩენია „ხელმოკლე აზნაურის უსაშველო, გაძაღლებული ცხოვრების“ წყევლით იჯეროს გული.
ახალი ვითარების ალღო ვერ აუღო ბეკინა სამანიშვილმა, რომელიც ძველი წარმოდგენებით ცხოვრობს (მოთხრობა „სამანიშვილის დედინაცვალი“, 1897). მისი შვილი, უბრალო მიწის მუშად ქცეული პლატონი, წელებზე ფეხს იდგამს, რომ ოჯახს ცხოვრების სახსარი შეუნარჩუნოს. დაქვრივებული ბეკინას სურვილი მეორე ცოლის შერთვისა, რაც ქონების მოზიარის საშიშრობას უქმნის პლატონს, აიძულებს მას საკუთარი სადედინაცვლოს — ორნაქმარევი უშვილო ქალის მაძიებლის დამამცირებელი და კომიკური როლი იკისროს. მოზიარის გაჩენა ადამიანურ სახეს უკარგავს გაშმაგებულ პლატონს. წარსულის მოგონებით, ილუზიებით სულდგმულობს მოხუცი ეკვირინეც („ქამუშაძის გაჭირვება“, 1900). მისი შვილი აზნაური ოტია ქამუშაძე, პლატონის მსგავსად, მუხლჩაუხრელად შრომობს, მაგრამ შიმშილისა და გაჭირვებისათვის თავი ვერ დაუღწევია. ქალაქელი მეუღლის სონიას დაჟინებული რჩევით, სასოწარკვეთილი ოტია ქალაქს მიაშურებს იმ იმედით, რომ იქ მაინც იპოვის ცხოვრების სახსარს, ამავე მოთხრობაში კლდიაშვილმა „ახალი ცხოვრებისათვის დაგეშილი“ გაქალაქებული აზნაურების პორფირე ბიაშვილისა და ბეგლარ ჯინჭარაძის ზნეობრივად დეგრადირებული სახეები დაგვიხატა. ერთ დროს წარჩინებული საგვარეულოს მანველიძეების ნაშიერი. სულიერად დაცარიელებული როსტომი უკიდურეს სიღატაკეში ელის თავისი ცხოვრების დასასრულს, „ყველაზე გულგატეხილი, ყველაზე გულდაწყვეტილი“ („როსტომ მანველიძე“, 1910).ცხოვრებისეული „უტყური მასალა“, რომელსაც მწერალი იყენებს, უნუგეშოა და უსასოო. მწერალი მწვავედ განიცდის ამ უნუგეშობას, ეძიებს გზებს ადამიანის სრულყოფისათვის, მისი ზნეობრივი განწმენდისათვის. განწირულ „შემოდგომის აზნაურებს“ იგი წარმოგვიდგენს დიდი ჰემანიზმით გამთბარი ტრაგიკული ინტონაციებითა და იუმორით; საერთოდ, ტრაგიკულისა და კომიკურის მონახვლეობა კლდიაშვილის შემოქმედების დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა, რაც კათარსისისათვის არის მოწოდებული. მხოლოდ იშვიათად მიმარტთვას მწერალი მძაფრ, დაუნდობელ სატირას („ბაკულას ღორები“, 1920).
კლდიაშვილის შემოქმედებაში ერთგვარი დისონანსი შეაქვს მის ადრინდელ მოთხრობას „წრფელი გული“ (1896), რომელსაც მწერლისათვის უჩვეულო დიდაქტიკური ელფერი ახლავს. მოთხრობაში ასახულ ყოფით კონფლიქტს, ე. წ. „სიყვარულის სამკუთხედს“ ძლევს ქართველი ქალის კდემამოსილება.
კლდიაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ დრამატურგიაში. გულისმომკვლელი და სევდიანი სინამდვილე გამოხატა მან პიესებში „ირინეს ბედნიერება“ (1897), „დარისპანის გასაჭირი“ (1903)და „უბედურება“ (1914), რომლებიც მისი შემოქმედების მთავარ პათოსს — უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი აზნაურის ტრაგიკულ სულისკვეთებას გადმოსცემენ. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა კომედია „დარისპანის გასაჭირმა“, რომელიც წარმატებით იდგმება ქართულ თეატრის სცენაზე. ტრაგიკული, მაგრამ მაინც ღიმილისმომგვრელი პიროვნებაა 4 გასათხოვარი ქალის მამა დარისპანი, რომელსაც კარდაკარ დაჰყავს თავისი უფროსი ქალიშვილი კაროჟნა და უნიადაგო სიამაყესა და უადგილო ტრაბახს, მაინც არ იშლის.
კლდიაშვილის შემოქმედებითი სტილისათვის დამახასიათებელია ის ძნელად მისაღწევი სისადავე და უბრალოება, რომლის შექმნა მხოლოდ დიდ მწერალს ხელეწიფება. უნუგეშო, დეგრადირებული ყოფის აღწერით მწერალი აფხიზლებდა მკითხველს, ზნეობრივი სრულყოფისაკენ, უკეთესი მერმისის დამკვიდრებისაკენ მოუწოდებდა მას.
კლდიაშვილი დაუბრუნდა 1914 წლიდან შეწყვეტილ სამწერლო მოღვაწეობას და 1925 წელს გამოაქვეყნა მოგონებები „ჩემი ცხოვრების გზაზე“, რომელიც ქართული მემუარული ლიტერატურის მშვენებაა. 1924—1926 დაიბეჭდა კლდიაშვილის ახალი მოთხრობები „შუა ცეცხლის პირას“ და „კიმოთე მეშველიძე“. 1930 წელს ქართველმა ხალხმა დიდი ზეიმით აღნიშნეს კლდიაშვილის მოღვაწეობის 50 წლის იუბილე. დავითს პირველს მიენიჭა რესპუბლიკის სახალხო მწერლის საპატიო წოდება. სამწუხაროდ, ეს იყო მწერლის უკანასკნელი ზეიმი. 1931 წლის 24 აპრილს იგი სოფელ სიმონეთში გარდაიცვალა.
დავით კლდიაშვილის ცხედრის ჩამოსასვენებლად თბილისიდან სიმონეთში გაიგზავნა ქართველ მწერალთა დელეგაცია, რომელმაც 27 აპრილს სპეციალური ვაგონით იგი თბილისში წამოასვენა. სერგო კლდიაშვილი წერს: “გამოვიტირეთ მამა კიბის უკანასკნელ საფეხურზე და ჩვენი აღარ იყო იმ წუთიდან, როცა სოფლის ორღობეებით ხალხმა წაიღო მისი კუბო თბილისისაკენ მიმავალ მატარებელში მოსათავსებლად. ამიერიდან მისი ჭირისუფალი საქართველო იყო.”
ლიტერატურა
  • აბაშიძე კ., ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, თბ., 1962;
  • ასათიანი ლ., წერილები ლიტერატურაზე, თბ., 1946;
  • კიკნაძე ვ., დავით კლდიაშვილის თეატრი, თბ., 1973;
  • კლდიაშვილი ს., დავით კლდიაშვილი, თბ., 1945;
  • ტაბიძე ტ., თხზულებანი სამ ტომად, ტ. 2, თბ., 1966;
  • ჭილაია ს., უახლესი ქართული მწერლობა, თბ., 1972;
  • ჭილაია ს., ქსე, ტ. 5, გვ. 552, თბ., 1980
  • ჩემი დავით კლდიაშვილი. მაკა ჯოხაძე. თბილისი “გულანი” 1995 წელი;
  • დავით კლდიაშვილი. ბეჟან ბარდაველიძე. “ნაკადული”. თბილისი. 1986 წელი.

Tuesday, February 22, 2011

Spanish

Francia (i / fræns / franss / o frɑ ns ː / frahnss; pronunciación francesa (ayuda · Info): [fʁɑs]), oficialmente la República Francesa (en francés: República Francesa, que se pronuncia: [fʁɑsɛz ʁepyblik]), es un estado en el oeste de Europa con varios territorios de ultramar y las islas situadas en otros continentes y en los océanos Índico, Pacífico y Atlántico. [15] Francia metropolitana se extiende desde el Mediterráneo hasta el Canal Inglés y el Mar del Norte, y desde el Rin hasta el Océano Atlántico. A menudo se conoce como l'Hexagone ("El Hexágono") debido a la forma geométrica de su territorio. Es confinado (a la derecha desde el noreste) por Bélgica, Luxemburgo, Alemania, Suiza, Italia y Mónaco, con España y Andorra, al sur. Francia está relacionada con el Reino Unido por el túnel del Canal, que pasa por debajo del Canal Inglés. Además de estas fronteras en el continente europeo Francia tiene fronteras terrestres con Suriname y Brasil a través de la Guayana Francesa, así como con los Países Bajos a través de la Colectividad de San Martín. Es el país más grande de Europa Occidental y posee la exclusiva la segunda mayor zona económica del mundo, con 11.035.000 km2 (4,260,000 km2), justo detrás de uno de los Estados Unidos (11.351.000 km2 / 4.383.000 km2).Durante los últimos 500 años, [16] Francia ha sido una gran potencia con una fuerte influencia cultural, económica, militar y política en Europa y en el mundo. Durante los siglos 17 y 18, Francia colonizó gran parte de América del Norte, durante los siglos 19 y 20, Francia construyó el imperio más grande de segundo del tiempo, incluyendo una gran parte de América del Norte, África Occidental y Central, el sudeste asiático, y muchos del Caribe y las Islas del Pacífico.Francia es una república unitaria semipresidencial con sus principales ideales expresados en la Declaración de los Derechos del Hombre y del Ciudadano. La República Francesa se define como indivisible, laica, democrática y social por su constitución. [17] Francia es uno de los países más desarrollados del mundo [18] y posee la quinta economía más grande por el PIB nominal [19] y la segunda mayor economía de Europa. Francia goza de un alto nivel de vida, así como un nivel de educación secundaria pública, y también una de las expectativas más altas del mundo la vida. [20] Es el país más visitado del mundo, recibiendo 82 millones de turistas extranjeros al año [21]. Francia tiene el mundo el cuarto mayor presupuesto nominal militares, los militares de la tercera mayor en la OTAN y el ejército más grande de la UE. Además, Francia posee la tercera mayor reserva de armas nucleares en el mundo [22]-con alrededor de 300 ojivas activas desde el 25 de mayo de 2010 - y el mundo de la red diplomática más grande de segundo (sólo en segundo lugar a la red de los Estados Unidos) [23].Francia es miembro fundador de las Naciones Unidas, y miembro de la Francofonía, el G8, el G20, la OTAN, la OCDE, la OMC y la Unión Latina. También es un estado miembro fundador de la Unión Europea y es el más grande por área. [24] Se trata de uno de los cinco miembros permanentes del Consejo de Seguridad de la ONU. En 2007, Francia estaba lista 14 en el Índice de Desarrollo Humano y 24 en el Índice de Percepción de la Corrupción.

Wednesday, February 16, 2011

ინფორმატიკა

ზოგიერთი 10,000 ადამიანი მსოფლიოში გამოყენების ვერსია ვებ მსგავსად სხვა: ეს ოპერაცია ხმით მეტი ტელეფონის საშუალებით. სახელად "სალაპარაკო ვებ," ეს არის შედეგი IBM კვლევითი პროექტის ცდილობს ხელახლა შექმნა თვისებები და ფუნქციები ტექსტური მსოფლიო აბლაბუდა ადამიანებს განვითარებად რეგიონებში დაბალი დონის ცოდნა და ტექნიკური უნარები.
ოთხი წლის შემდეგ პირველი პროტოტიპი გამოვიდა, წარმოთქმული ვებ ნაწილია ყოველდღიური ცხოვრების მომხმარებლებს ოთხ ინდოეთის შტატები და მისი ნაწილების ტაილანდი და ბრაზილია. ეს ხალხი გამოვიყენოთ რომ ისწავლონ რამ, როგორიცაა ადგილობრივი მარცვლეულის ფასები ან სამუშაო ადგილების. წლის სასაუბრო ვებ, სატელეფონო ნომრების შეცვლის მისამართები. პირს შეუძლია მოვუწოდებთ, რათა ხმა საიტზე და მოუსმინეთ ან ჩანაწერის ფაილი.
ახლა პროექტის გადის განვითარების ეტაპზე, რომ სარკე ერთი ჩვეულებრივი ვებ ისტორიაში: დებიუტი ძებნა როგორც გზა ნავიგაცია მზარდი ორგანო ფაილი.
"როგორც რაოდენობის ხმა საიტების იზრდება და ისინი უფრო მეტი ფაილი, ხალხს სჭირდება გზა ვიპოვოთ ის რაც სურს სწრაფად", ამბობს Nitendra Rajput, უფროსი მეცნიერ ერთად IBM კვლევის ინდოეთი. Rajput იყო ადრეული თანამშრომლის შესახებ ვესაუბრეთ ვებ ერთად პროექტის დამფუძნებელი Arun Kumar.


ხმა საიტზე გარკვეული სტრუქტურა: მაგალითად, როდესაც ადამიანს მოუწოდებს, რათა ატვირთოთ საიტზე, მათი ურთიერთქმედება ავტომატიზირებული სატელეფონო სისტემა, რომელიც იღებს ხმოვანი ბრძანებები და მოთხოვნა მომხმარებლის შექმნა სათაური მათ საიტზე და დაამატოთ მონაკვეთებზე განსხვავებულ ინფორმაციას. თუმცა, მოსმენის გრძელი ხმოვანი შეტყობინებებისათვის არის არაეფექტური და ძვირადღირებული, ამბობს Rajput.
"ჩვენ გვინდა, რომ თქვენ რომ შევძლოთ ლაპარაკი პესტიციდი სახელი, მაგალითად, სწრაფად იპოვოს შინაარსის შესახებ, რომ," ამბობს ის. მაგრამ დაპროექტება საძიებო სისტემა, რომელიც მუშაობს როგორც რომ შორს არის მარტივი. Voice-აღიარება ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია მიიღოს პირის საძიებო ტერმინი, და იგი ემთხვევა წინააღმდეგ წინასწარ დამუშავებული მაჩვენებელი ჩაწერილი ხმა საიტებზე. მაგრამ წარმოდგენის შედეგების გამოწვევა. "ჩვენ არ შეიძლება ეს წაიკითხა სია 20 შედეგი. დასჭირდება ძალიან დიდხანს და ხალხი არ გვახსოვს ყველა," ამბობს Rajput. "იმის ნაცვლად, ეს [უნდა] გითხრათ მომხმარებლის მას, რომ ბევრი, და თუ როგორ უნდა ვიწრო, ისინი".
მომხმარებლის არის კითხვები, რომელიც კატეგორიაში სურთ ფილტრი შედეგების მიხედვით მაგალითად, სახელი, პირი, რომელიც ფლობს საიტზე, ადგილი იგი შეიქმნა, ან თუ საძიებო ტერმინი აღმოაჩინეს განყოფილების სახის, forმაგალითად აცხადებს ამბები, ან კითხვა ან პასუხობდა კითხვას. ეს ნაბიჯი მეორდება, სანამ არსებობს ხუთი ან ნაკლები შედეგები, სადაც წერტილი ისინი ყველა წაიკითხა, რომ მომხმარებელს, რომელიც შეგიძლიათ აირჩიოთ თუ რა სურთ "მოძიება", რათა.

Monday, February 14, 2011

რომანტიზმი


რომანტიზმი, მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში, აღმოცენდა XVIII საუკუნეში დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, XIX საუკუნეში კისაფრანგეთშიიტალიასა და ესპანეთში გავრცელდა.
რომანტიზმზე გავლენა იქონია შოპენჰაუერის ფილოსოფიამ, რომლის მიხედვით ადამიანს გააჩნია უსაზღვრო სურვილი, ნება, მაგრამ ეს ნება გაცნობიერებული ხდება მხოლოდ უმაღლეს ადამიანში, გენიაში. ერთადერთი ძალა, რომელიც ადამიანს შეიძლება დაეხმაროს ამ შემთხვევაში არისხელოვნება. რომანტიზმი კლასიციზმის საპირისპირო მიმდინარეობაა, რომელიც მთავარ ადგილს უთმობს წარმოსახვასა და გრძნობიერებას. რომანტიზმი არასოდეს ყოფილა სისტემაში მოყვანილი დოქტრინა. ეს იყო ერთიანობა იმ პრინციპებისა თუ აზრებისა, რომელიც იმ ეპოქის შემოქმედთა უმრავლესობას ახასიათებდა. ამიტომ, მიუხედავად საერთო ნიშნებისა, როგორიცაა ირაციონალურის უპირატესობა, ბუნების კულტი, ინდივიდის ემანსიპაცია, რომანტიკოს შემოქმედთა შორის ბევრი განსხვავებაცაა. რომანტიზმმა შეცვალა ადამიანისა და სამყაროს ხედვა. ყოველი ადამიანი წარმოადგენს განსაკუთრებულ არსებას, რაც იწვევს ინდივიდის ეგზალტაციას. ერთის მხრივ ეს გადაიზრდება საკუთარი "მე"-ს უპირატესობით გამოწვეულ მარტოობის შეგრძნებაში, მეორეს მხრივ კი აქტივობაში, ნებისყოფაში, დიდების სურვილში. აქედან გამომდინარე არსებობს რომანტიზმის ორი ასპექტი: პასიური და აქტიური. პასიური ასპექტი ხასიათდება გონების კრიზისით და ჭარბი მგრძნობელობით, რაც იწვევს ტანჯვას, სასოწარკვეთას, მელანქოლიას, გაქცევის სურვილს. ეს ყველაფერი გამოწვეულია "მე"-ს გამძაფრებული შეგრძნებით, სიამაყით. ხშირად ამის გამო ჩნდება სიკვდილის სურვილიც. აქტიური ასპექტი გამოიხატება ე.წ. ინტელექტუალური რომანტიზმით, ენერგიის კულტით, სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მოქმედებით.

რომანტიზმი ლიტერატურაში

ლიტერატურაში რომანტიკოსებმა ახალი კონცეფცია შემოიტანეს. გაათავისუფლეს იგი ნორმებისა და შეზღუდვებისგან. უპირატესობა შთაგონებას მიანიჭეს. რომანტიკოსი მწერლის მიზანია არა რეალობის ზუსტი ასახვა არამედ მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, საკუთარი იდეალური სამყაროს შექმნა და მისი მეშვებით საკუთარი იდეალის მიტანა მკითხველამდე. რომანტიკოსებთან დიდ მნიშვნელობას იძენს ისტორია, წარსული და, შესაბამისად, ლოკალური ფერი. ხშირად ლოკალური ფერი რეალობიდან გაქცევის საშუალებაცაა, რაც ხორციელდება მოგზაურობაში, სიზმარსა ან ოცნებაში. რომანტიკოსებმა სიახლე შეიტანეს თითქმის ყველა ლიტერატურულ ჟანრში. ა) პოეზიაჰიუგო აცხადებს: "პოეზია არის არა იდეათა ფორმაში არამედ თავად იდეებში", ე.ი. უარი უნდა ითქვას ხელოვნურად შექმნილ ფრაზებზე, პოეზიის მასალა უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა გრძნობა. პოეზია უნდა შეიგრძნო და არა გაიგო. იგი მიემართება გულს და არა გონებას. შინაარსთან ერთად ცვლილებას განიცდისლექსთწყობაცტაეპი უფრო მოქნილი და მოძრავი ხდება. ბ) დრამა. რომანტიზმმა დაამსხვრია კლასიციზმის ცნობილი სამი ერთიანობის კანონი.სიუჟეტები მითოლოგიის ნაცვლად ეროვნული ისტორიიდან აიღო. ინტრიგა გააფართოვა. პერსონაჟებად ურთიერთგანსხვავებული, უბრალო ადამიანები შემოიყვანა. ერთმანეთში შეურია სხვადასხვა სტილიტონი. გ) რომანი. რომანტიზმმა ლიტერატურის ობიექტად ინდივიდისა და მისი სულიერი მდგომარეობის გამოცხადებით ხელი შეუწყო ე.წ. პიროვნული რომანის ( შატობრიანის რენეკონსტანის ადოლფიმიუსეს საუკუნის შვილის აღსარება) შექმნას; სინამდვილის ასახვის მოთხოვნით რეალისტურ რომანს (ჰიუგის საბრალონი) გაუხსნა გზა; ლოკალური ფერის შემოტანით კიისტორიული რომანი (ჰიუგოს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარიოთხმოცდაცამეტიდიუმას რომანები) განავითარა.